19:40 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-08 17:52:38, 17098 ნახვა

ომი უკრაინაში
გამყრელიძე - ყველა დახურულ შენობაში პირბადის ტარება, დისტანციისა და სანიტარული წესრიგის დაცვა აუცილებელია

აუცილებელია ყველა დახურულ შენობაში პირბადის ხმარება, დისტანციის დაცვა და სანიტარული წესრიგის დაცვა, - ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მოქალაქე საეჭვო სიმპტომის გაჩენისთანავე უნდა დაუკავშირდეს 112-ს.

„თვითმონიტორინგის გამკაცრება ნიშნავს იმას, რომ ყველამ ჩვენ-ჩვენი ჯანმრთელობის თვითმონიტორინგი ვაწარმოოთ - გვაქვს თუ არა მცირე ტემპერატურის მომატება, გვეწყება თუ არა ხველა, სუნთქვის უკმარისობა, დავრეკოთ 112-ზე, მივმართოთ ექიმს და ექიმის დანიშნულების მიხედვით ვიმოქმედოთ. თუ რომელიმე ეს სიმპტომი არის, ექიმი თქვენ გეტყვით, რომ უნდა ჩაიტაროთ ტესტირება, კოვიდზე და ეს აუცილებლად ჩასატარებელია და მოგეხსენებათ, ამისთვის ქვეყანაში დაახლოებით 40-50-მდე ადგილი არსებობს ქვეყანაში. მათი სია არის ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებ გვერდებზე და შეგიძლიათ მიმართოთ და ამას ყველაფერს აფინანსებს სახელმწიფო", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 6 პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics