|
2020-09-07 13:14:39, 3355 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - მე რომ პრემიერი გავხდები, სააკაშვილს ექნება შესაძლებლობა, სურვილის შემთხვევაში ჩამოვიდეს
„მე რომ გავხდები პრემიერ-მინისტრი და დავიწყებთ სიღარიბის დამარცხებას, ყველას ექნება შესაძლებლობა, რომ აღმშენებლობის პროცესში მონაწილეობა მიიღოს, მასაც ექნება შესაძლებლობა რომ ჩამოვიდეს, თუ სურვილი ექნება“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, ის არავის არ შეუქმნის პრობლემას. „ყველა სხვა პარტიას, რა გეგმა აქვს, ეს მისი გადასაწყვეტია. მე არ ვარ ექსპერტი, რომ ექსპერტული შეფასებები ვაკეთო. მე რომ გავხდები ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და დავიწყებთ სიღარიბის დამარცხებას, ყველას ექნება შესაძლებლობა, რომ აღმშენებლობის პროცესში მონაწილეობა მიიღოს, მასაც ექნება შესაძლებლობა რომ ჩამოვიდეს, თუ სურვილი ექნება. არავის პრობლემას არ შევუქმნი“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ საქართველოში დაბრუნების შესახებ დეტალებს დღეს გააჟღერებს. პარალელურად, დღეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ ენმ-სა და "ძალა ერთობაშიას" პრემიერობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იქნება.
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)