|
2020-09-07 10:49:20, 2498 ნახვა
საზოგადოება
8 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელსაც ახალციხეში მოტოციკლეტი დაეჯახა, უკიდურესად მძიმეა
8 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელსაც ახალციხეში მოტოციკლეტი დაეჯახა უკიდურესად მძიმეა. ბავშვი ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. „პაციენტის ზოგადი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ამ ეტაპზე იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში. პაციენტს აქვს პოლიტრავმული დაზიანებები, აქვს ქალა-ფუძის მოტეხილობები, სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, ბარძაყის ძვლის მოტეხილობა, გულ-მკერდის დაჟეჟილობა. ამ ეტაპზე პაციენტი იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე. რაიმე ქირურგიულ ჩარევას ამ ეტაპზე არ საჭიროებს. დიდი ალბათობა არსებობს, რომ გართულდეს პაციენტის მდგომარეობა“, - განაცხადეს საავადმყოფოში. შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა ბაიკერთა შეჯიბრების ფარგლებში მიმდინარე რბოლის დროს მოხდა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)