|
2020-09-05 14:51:26, 2937 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის მესამე საშუალო სკოლის წინ თამარ დახუნდარიძის ვარსკვლავი გაიხსნა
ყველა ძირძველმა ქუთაისელმა იცის ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის მესამე საშუალო სკოლის მნიშვნელობა და თამარ დახუნდარიძის სახელი, ლეგენდარული პედაგოგის და მრავალი წლის მანძილზე მესამე სკოლის დირექტორის, რომელიც უკვე თითქმის საუკუნეა პედაგოგის და დირექტორის ეტალონად ითვლება, - ამის შესახებ ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა თამარ დახუნდარიძის ვარსკვლავის გახსნაზე განაცხადა. მერობის კანდიდატი ღონისძიებას მაჟორიტარობის დეპუტატთან ზაზა ლომინაძესთან ერთად დაესწრო. ღონისძიებაზე ასევე, თამარ დახუნდარიძის ძმისშვილი ირაკლი დახუნდარიძე იმყოფებოდა. "ქუთაისელი უნდა იყო, რომ ჩაწვდე ამ მოვლენის მნიშვნელობას და არსს. ამავდროულად უნდა გტკიოდეს გული თითოეულ თანაქალაქელზე და ქართველზე, რომელიც პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ პროფესიის ადამიანებს, რომლებსაც ფაქტიურად ჩვენი შვილების სულს ვანდობთ, განვუმტკიცოთ ავტორიტეტი, შევინარჩუნოთ მოწიწება პედაგოგების მიმართ იმდენად, რომ მათი სახელი და პროფესიონალიზმის ამბავი თაობიდან თობას გადაეცემოდეს, როგორც ეს მოხდა ლეგენდარული თამარ დახუნდარიძის შემთხვევაში", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)