20:34 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-14 09:44:49, 630 ნახვა

საზოგადოება
14 სექტემბერს ახალი საეკლესიო წელი იწყება

მართლმადიდებელი ეკლესია 14 სექტემბერს ინდიქტიონის, ანუ ეკლესიური ახალი წლის დაწყებას აღნიშნავს.

საეკლესიო ახალ წლად აღნიშნული თარიღის დადგენის  მიზეზად იმას მოიაზრებენ, რომ ძველი სტილით 1 სექტემბერს, შაბათ დღეს, ნაზარეთში მყოფი მაცხოვარი სინაგოგაში შევიდა და წაიკითხა ესაია წინასწარმეტყველის სიტყვები: „სული უფლისაი ჩემ ზედა, რომლისათვის მცხო მე... ქადაგებად წელიწადი უფლისა შეწყნარებული“. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ 312 წლის 1 სექტემბერს კონსტანტინე დიდმა გამანადგურებელი დამარცხება აგემა მაქსენტის, რის შემდეგაც ქრისტიანებს სარწმუნოების აღსარების სრული თავისუფლება მიეცათ. შესაძლოა, ამის გამოა, რომ ბერძნულ ეკლესიაში საეკლესიო წელიწადის ათვლა (ძვ. სტილით)  სექტემბერს იწყება და იკურთხება კიდეც  „გვირგვინი წელიწადისა“.

საეკლესიო ახალი წელი დღესაც ძველი სტილით 1 სექტემბერს, ახალი სტილით კი, 14 სექტემბერს აღინიშნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
სერბეთის პრეზიდენტი კათოლიკოს შიო III-ს შეხვდა
ყაველაშვილი: საქართველო დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics