|
2020-09-03 18:25:19, 2530 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - ჩვენი მიზანი ამ ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებაა და ვფიქრობ, სწორედ ქარელის, გორის განვითარებაა საჭირო
ქარელის, გორის და სხვა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე რეგიონების სოფლების განვითარებაა საჭირო“ , - ამის შესახებ კახა კალაძემ განაცხადა. „მინდა, დავიწყო მადლობით და მადლობა გითხრათ, პირველ რიგში, აქ მობრძანებისთვის, ასევე, იმისთვის, რასაც ყოველდღიურად აკეთებთ ჩვენი ქვეყნის წარმატებისთვის. ძალიან მიხარია, რომ დღეს ვიმყოფები ქარელის მუნიციპალიტეტში, მხარეში, სადაც ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და მოსავლიანი მიწაა, თუმცა ვფიქრობ, არაფერია უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე თავისუფლება, დამოუკიდებლობა და სამშობლოს სიყვარული, რომელსაც ასე ერთგულად იცავთ, სათუთად უფრთხილდებით და მომავალ თაობებს გადასცემთ. თქვენ ძალიან კარგად იცით და განსაკუთრებულად გრძნობთ, თუ რას ნიშნავს პატრიოტიზმი და პასუხისმგებლობა, რას ნიშნავს მტრის მხრიდან შენი მიწების მიტაცება, იმ მიწების, რომელიც სულ ჩვენი იყო, ალბათ ხშირი იყო მიმოსვლაც, დღეს კი ის სხვა სახელმწიფოს აქვს მიტაცებული. ვის, თუ არა თქვენ, ყველაზე კარგად გესმით, თუ რა მძიმე შედეგები შეიძლება მოიტანოს უპასუხისმგებლო ხელისუფლებამ და ვაიპოლიტიკოსებმა, ამიტომ მერწმუნეთ, „ქართული ოცნება" ძალიან დიდი სიფრთხილით და პასუხისმგებლობით ეკიდება თითოეულ ნაბიჯს, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოების ინტერესებს.
ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განვახორციელეთ, შეიძლება ითქვას, ყველა მიმართულებით: ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, განათლება, ეკონომიკის სამინისტროს მიერ წამოწყებული ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პროგრამები, იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, თუმცა ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები, გამოწვევები, რასაც 24-საათიანი მუშაობა სჭირდება. დარწმუნებული ვარ, მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ, ღირსეულად ვუპასუხოთ ყველა იმ გამოწვევას და პრობლემას, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას აწუხებს. ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ პატარ-პატარა გამარჯვებების და წარმატებების ისტორიები. მგონი ყველა ვთანხმდებით, რომ ძლიერი გლეხი - ეს არის ძლიერი სოფელი, ძლიერი სოფელი- ძლიერი რაიონი და ძლიერი ქალაქი, ძლიერი ქალაქები კი - ძლიერი საქართველოა.
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
უცნობი იუმორისტზე თავდამსხმელის გათავისუფლებაზე - ცემა ძალადობა არის, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის
რეჟიმის სასამართლომ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი გაათავისუფლა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)