|
2020-09-03 18:15:39, 2369 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების” ლიდერებმა კასპის ახლად აშენებული პროფესიული კოლეჯი და ინოვაციების ცენტრის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს
კასპში 200 სტუდენტზე გათვლილი სამსართულიანი, სრულად ადაპტირებული პროფესიული სასწავლებელი აშენდა, - შესრულებული სამუშაოები „ქართული ოცნების" ლიდერებმა, “ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი მეზურნიშვილმა და გორი-კასპის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა დაათვალიერეს. თანამედროვე სტანდარტების პროფესიული სასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამები რეგიონში მოთხოვნად პროფესიებს ეფუძნება და ხელს უწყობს კვალიფიციური, სერტიფიცირებული სპეციალისტების მომზადებას, რაც მათი დასაქმების გარანტიაა. როგორც „ქართული ოცნების" ლიდერებმა აღნიშნეს, სახელმწიფო მომავალშიც აქტიურად განაგრძობს პროფესიული განათლების ხელშეწყობას, რაც კონკურენტუნარიანი, შრომის ბაზრის მოთხოვნაზე ორიენტირებული კადრების მომზადებას გულისხმობს. პროფესიული სასწავლებელი რეგიონისთვის პრიორიტეტული სოფლის მეურნეობის მიმართულებისა და მასთან დაკავშირებული დარგების - ვეტერინარიის, მექანიზაციისა და მებაღეობა-მეხილეობის სპეციალისტებს მოამზადებს. ასევე, მომზადდებიან ელექტროშედუღების, მაღალი ძაბვის ელექტროობის, ელექტროსამონტაჟო სამუშაოები სპეციალისტები, ამწის ოპერატორ-მემანქანეები და ა.შ. სასწავლებელი ორიენტირებული იქნება ახალი ტექნოლოგიების გამოყენებაზე. პროექტი, რომლის ღირებულება 3,8 მლნ ლარია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება.
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
უცნობი იუმორისტზე თავდამსხმელის გათავისუფლებაზე - ცემა ძალადობა არის, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის
რეჟიმის სასამართლომ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი გაათავისუფლა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)