|
2020-09-02 21:57:38, 2744 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა გორში, ბიო-დეგრადირებადი პარკების საწარმო დაათვალიერეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა, გორში, ბიო-დეგრადირებადი პარკების საწარმო დაათვალიერეს. „ქართული ოცნების" ლიდერებს საწარმოს დირექტორმა გოჩა ყარყარაშვილმა უმასპინძლა და სამუშაო პროცესი გააცნო. როგორც მან აღნიშნა, კომპანიაში ამჟამად დასაქმებულია 25 ადამიანი, წლის ბოლომდე კი მათი რაოდენობა 70-მდე გაიზრდება. კომპანია „ეკო ჯორჯია" პირველი საწარმოა საქართველოში, რომელიც აწარმოებს ბიოპლასტიკის გრანულებს, მასალას, რომლისგანაც ბიოდეგრადირებადი პარკი მზადდება. პროდუქტი პოლიეთილენის ალტერნატივაა და სრულად შეესაბამება საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ 472-ე დადგენილებას, რომელიც პოლიეთილენის პარკების მოხმარებას, იმპორტს და რეალიზებას არეგულირებს. კომპანიამ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა ქონების ეროვნული სააგენტოსგან, სიმბოლურად 1 ლარად მიიღო და წარმოების 500 ტონამდე გაზრდის ვალდებულება აიღო. კომპანია „ეკო ჯორჯიამ" სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში" სესხის თანადაფინანსების კომპონენტით ისარგებლა. საწარმოში განხორციელებული ჯამური ინვესტიციის მოცულობამ 3 მილიონ ლარს გადააჭარბა.
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
უცნობი იუმორისტზე თავდამსხმელის გათავისუფლებაზე - ცემა ძალადობა არის, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის
რეჟიმის სასამართლომ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი გაათავისუფლა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)