|
2020-09-02 14:25:23, 2624 ნახვა
პოლიტიკა
კანდელაკი - კოდექსში „ქართული ოცნების” სისხლის და ხორცის, კრიმინალური ელემენტების, დაშვების აკრძალვა არაა გათვალისწინებული
„ევროპული საქართველოს“ წევრი, გიორგი კანდელაკი, საარჩევნო კოდექსის გამკაცრებას ეხმაურება. გიორგი კანდელაკის თქმით, კოდექსში „ქართული ოცნების” სისხლის და ხორცის, კრიმინალური ელემენტების, დაშვების აკრძალვა არაა გათვალისწინებული. კანდელაკმა აღნიშნა, რომ ამგავრი ცვლილებები მაინც ვერ გადაარჩენს ოცნებას, რადგან საზოგადოების ვერდიქტი, რომ ხელისუფლებამ უნდა გადაინაცვლოს ოპოზიციაში და ის უნდა ჩანაცვლდეს ევროპული კოალიციით, ნათელია. „არცერთი პრინციპული რეკომენდაცია, მაგალითად მობილური ტელეფონების შეტანის აკრძალვის შესახებ, უბნის უშუალო სიახლოვეს კრიმინალური ელემენტების - „ქართული ოცნების” სისხლის და ხორცის, მათი დაშვების აკრძალვა, არ არის გათვალისიწინებული. გათვალისწინებულია მეათასეხარისხოვანი საკითხები, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მაინც ვერ გადაარჩენს „ოცნებას“, იმიტომ, რომ საზოგადოების ვერდიქტი, რომ „ქართულმა ოცნებამ” უნდა გადაინაცვლოს ოპოზიციაში და ჩაანაცვლოს ევროპულმა კოალიციამ, არის ნათელი და არ შეიცვლება”,- განაცხადა კანდელაკმა.
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
უცნობი იუმორისტზე თავდამსხმელის გათავისუფლებაზე - ცემა ძალადობა არის, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის
რეჟიმის სასამართლომ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი გაათავისუფლა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)