|
2020-09-02 12:47:20, 8011 ნახვა
სამხედრო
ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული ცენტრალურ აფრიკაში გაემგზავრა
საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში მეექვსე როტაციას განახორციელებენ. ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ალექსეევკას სამხედრო აეროდრომიდან ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელმა პირებმა და საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა დანი პიტმა გააცილეს და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვეს. ეროვნული გვარდიის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა კობა ახვლედიანმა ფრანგულ მხარეს მხარდაჭერისა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. ქართველი მშვიდობისმყოფელები კაპიტან ნიკოლოზ ასანაშვილის მეთაურობით, ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიას (EUTM RCA) ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგიში, ბაზა „უკატექსზე“ შეასრულებენ. მათი მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მოტორიზებული პატრული, კონვოირება და გაცილება იქნება. საქართველოს თავდაცვის ძალები ევროკავშირის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში „ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ძალები“ (EUFOR RCA) პირველად 2014 წლის ივნისში ასეულის დონის ქვედანაყოფით ჩაერთო. ევროკავშირის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში შემდეგი მისია 2015 წლის 16 მარტს დაიწყო. ქართული სწრაფი რეაგირების ხუთეული სამხედრო-მრჩეველთა მისიაში EUMAM RCA 12 აპრილიდან ჩაერთო. 2017 წლის 31 იანვრიდან ქართული სამხედრო კონტინგენტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ახალ - სამხედრო-საწვრთნელ მისიაში EUTM RCA მონაწილეობს.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)