|
2020-09-01 19:22:52, 2566 ნახვა
საზოგადოება
სუს-ის ინფორმაციით, სოფელ ყარაფილას მიმდებარე ტერიტორიებზე ოკუპანტების მიერ უკანონო ბორდერიზაცია მიმდინარეობს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილას მიმდებარე ტერიტორიებზე ოკუპანტების მიერ უკანონო ბორდერიზაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას ადასტურებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და აცხადებენ, რომ გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტი მორიგი დესტრუქციული ქმედებაა, რაც საფრთხეს უქმნის უსაფრთხოების გარემოს. „კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილას მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის მორიგ ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. აღნიშნული წარმოადგენს მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯს, რაც არსებით საფრთხეს უქმნის უსაფრთხოების გარემოს. ინფორმაცია საოკუპაციო ძალების მორიგი უკანონო ქმედების თაობაზე ეცნობება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს“, - ვკითხულობთ სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)