|
2020-09-01 12:07:30, 2063 ნახვა
პოლიტიკა
კანდელაკი - ხდება კარანტინის გვერდის ავლის „ჩაწყობა“, მთავრობა ათასობით მოქალაქეს ქვეყანაში არ უშვებს
„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, მთავრობა ათასობით მოქალაქეს ქვეყანაში არ უშვებს. როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, სახეზე გვაქვს მთავრობის მიერ საკუთარი მოქალაქეებისთვის სამშობლოში დაბრუნების ფაქტიური აკრძალვა დისკრიმინაციული კარანტინის გზით. „როგორც საზოგადოებას მოეხსენება, ევროკონტროლის მონაცემებით, საქართველოში ევროპის 42 ქვეყანას შორის ყველაზე ნაკლები ფრენა ხორციელდება. სახეზე გვაქვს მთავრობის მიერ საკუთარი მოქალაქეებისთვის სამშობლოში დაბრუნების ფაქტიური აკრძალვა დისკრიმინაციული კარანტინის გზით მაშინაც კი თუკი ისინი მთავრობისვე მიერ უსაფრთხოდ გამოცხადებული ქვეყნებიდან მოემართებიან. ამავე დროს, აკრძალულია „ვიზეარის“ ფრენები უსაფრთხო ქვეყნებში. სწორედ მაშინ როცა ამ დრაკონული შეზღუდვების გამო ათეულ ათასობით ჩვენი მოქალაქე ვერ ბრუნდება სამშობლოში, ჩვენს ყურამდე მიდის კარანტინის გვერდის ავლის „ჩაწყობის“ შემთხვევები მათ შორის იმ ქვეყნებიდან სადაც ცუდი ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა - მაგალითად რუსეთიდან. კერძოდ, უკანასკნელ პერიოდში, კარანტინის გვერდის ავლით მთავრობამ ქვეყანაში შემოუშვა ქ-ნ მარიკა ვერულაშვილის შვილის ოჯახი და მაკა ასათიანი, რომელიც ჩარტერული რეისით ჩამოფრინდა“, - განაცხადა კანდელაკმა. მისივე თქმით, „ევროპულ საქართველოს“ პრეტენზია აქვთ არა ამ მოქალაქეებთან არამედ მთავრობასთან. „თუკი შესაძლებელია ვინმეს შემოშვება 24 საათიანი კარანტინით და ტესტით, რა დააშავეს კეთილსინდისიერმა მოქალაქეებმა რომლებიც გამწვანებული ქვეყნებიდან მოემართებიან?“, - აღნიშნა კანდელაკმა. მისი თქმით, დრაკონული აკრძალვების ერთ-ერთი მოტივი ევროპიდან რამდენიმე ათეული ათასი ემიგრანტის საარჩევნოდ სამშობლოში დაბრუნების არდაშვებაა. „სულ ცოტა ხნის წინ „ვიზეარმა“ ახალი რეისები დანიშნა ტალინიდან და რიგიდან. და რა გამოდის, რომ ესტონეთის მთავრობა, მაგალითად, იდიოტების ხელშია და მარტო ნათია ზრუნავს ხალხზე? ეს ხომ აბსურდია“, - დასძინა მან.
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
უცნობი იუმორისტზე თავდამსხმელის გათავისუფლებაზე - ცემა ძალადობა არის, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის
რეჟიმის სასამართლომ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი გაათავისუფლა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)