08:33 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-31 18:18:49, 1592 ნახვა

საზოგადოება
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს N15 და N17 პენიტენციურ დაწესებულებებში გავრცელდა ვირუსული ინფექცია, სიცრუეა

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება საინიციატივო ჯგუფის „შემახე ამნისტია“ მიერ, ფეისბუქ გვერდის მეშვეობით გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს N15 და N17 პენიტენციურ დაწესებულებებში გავრცელდა ვირუსული ინფექცია (იქვე დაკონკრეტებულია, რომ ეს არ არის კოვიდ-19).

პენიტენციური სამსახური სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ არანაირი ინფექცია არ არის არც ერთ დაწესებულებაში გავრცელებული და არც პატიმრებს და არც მათ ოჯახის წევრებს არ აქვთ შეშფოთების საფუძველი.

აქვე კიდევ ერთხელ შევახსენებთ საზოგადოებას, რომ დღეის მდგომარეობით, პენიტენციურ დაწესებულებებში, არც პატიმრებში და არც თანამშრომლებში, კოვიდ-19-ის არც საეჭვო, და მით უმეტეს, დადასტურებული შემთხვევა არ გამოვლენილა.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველას, მათ შორის პატიმართა უფლებების დამცველ ორგანიზაციებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics