08:03 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-31 13:11:13, 2865 ნახვა

ეკონომიკა
ბექა ლილუაშვილი - Fitch-ის და S&P-ის რეიტინგებით, უკვე მეორე წელია, საქართველო ისტორიულ მაქსიმუმზეა

სუვერენული საკრედიტო სარეიტინგო კომპანია Standard &Poor's -ის ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად პანდემიით გამოწვეული მნიშვნელოვანი ზიანისა, როგორც გლობალური, ასევე საქართველოს ეკონომიკისთვის, საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელი დარჩა, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ასევე, უცვლელი დარჩა რეიტინგის სტაბილური პერსპექტივა.

„აღსანიშნავია, რომ ამ კომპანიამ რამდენიმე ქვეყნის რეიტინგის პერსპექტივა გააუარესა, მათ შორის არის საბერძნეთი, სერბეთი, ბულგარეთი, ესტონეთი და პორტუგალია. ამ ფონზე, საქართველოსთვის რეიტინგის და პერსპექტივის უცვლელად შენარჩუნება ნათლად  მიუთითებს, რომ სარეიტინგო კომპანია მნიშვნელოვნად ენდობა ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკას. გარდა ამისა, Fitch-ის და S&P-ის რეიტინგებით უკვე მეორე წელია საქართველო ისტორიულ მაქსიმუმზეა. ეს მიუთითებს, რომ ქვეყანაში გაზრდილია ნდობა ინვესტიციების მიმართ და ქვეყნის გადახდისუნარიანობა. ჩვენ ერთი საფეხური გვაშორებს უმაღლესი საკრედიტო რეიტინგის მიღწევამდე და ორი საფეხურის საინვესტიციო რეიტინგის  მიღწევამდე, რაც მომდევნო სამი წლის განმავლობაში სწორი ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში სრულად შესაძლებელია“, -  განაცხადა პრემიერის მრჩეველმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics