13:28 - 25 Jul, 2026
|
2020-08-31 12:47:24, 1721 ნახვა
პოლიტიკა
კარლ ჰარცელი - რუსეთის ინტერესი ამ არჩევნების მიმართ მაღალია
„რაც შეეხება არჩევნებში რუსეთის ჩარევას ეს არ ვიცი, მაგრამ რუსეთის ინტერესი ამ არჩევნების მიმართ მაღალია“, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა განაცხადა. მისი თქმით, ყურადღებით დააკვირდებიან არჩევნების პროცესს. „ეჭვგარეშეა, რომ ეს არჩევნები უმნიშვნელოვანესია. მომდევნო კვირებში ყურადღებით დავაკვირდები საარჩევნო პროცესს. როგორც ევროკავშირის ელჩს, მეტი ინტერესი მაქვს იმის მიმართ თუ როგორ ჩატარდება არჩევნები და არა ის, თუ ვინ გაიმარჯვებს. ვიმედოვნებთ, არჩევნები მაღალი სტანდარტებით ჩატარდება. რაც შეეხება არჩევნებში რუსეთის ჩარევას ეს არ ვიცი, მაგრამ რუსეთის ინტერესი ამ არჩევნების მიმართ მაღალია“, - განაცხადა ჰარცელმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)