12:29 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-30 10:25:01, 3822 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე „პატრიოტთა ალიანსის“ ბანერზე - ეს არის უმძიმესი პროვოკაცია საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ

„ეს არის უმძიმესი პროვოკაცია საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ“ , -  ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ  განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ პოლიტიკური პარტიისგან ეს პირველი შემთხვევა არ არის და დაკვეთის ნიშნები იკვეთება.

„ეს არის ძალიან მძიმე პროვოკაცია და იკვეთება, რა თქმა უნდა, დაკვეთის ნიშნები.  ასეთ ნაბიჯებს ხშირად მიმართავენ „პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლები და ეს, ბუნებრივია იწვევს აღშფოთებას. ბუნებრივია, ეს არ არის შემთხვევითი. ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია და ძალიან მძიმე პროვოკაცია საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ.

ვნახოთ როგორ გაგრძელდება ეს პროცესები. თუმცა, რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებას, პოლიტიკური შეფასება არის ერთმნიშვნელოვანი - ეს არის უმძიმესი პროვოკაცია არა რომელიმე კონკრეტული პარტიის წინააღმდეგ, არამედ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. ეს საჭიროებს შესაბამის პოლიტიკურ რეაგირებას ყველას მხრიდან, მათ შორის, საქართველოს მოსახლეობის მხრიდან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
BOG და UNFPA მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრას გამართავენ
ელექტროენერგიის მიწოდება მთელ ქვეყანაში სრულად აღდგა - სსე
მეტროსა და რკინიგზის მატარებლების მუშაობა აღდგა
ქვეყანაში ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა, მიწოდება ეტაპობრივად აღდგება - სსე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics