|
2020-08-28 12:13:05, 3690 ნახვა
საზოგადოება
დიდ დიღომში დასასვენებელი სივრცე ეწყობა
დიდ დიღომში, ე.წ. „ანბანის სკვერის“ ტერიტორიაზე, სადაც ადგილმონაცვლეობა განხორციელდა, დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, 3 800 კვ.მ ფართობზე გამწვანების სამუშაოები ჩატარდება, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, განათების სისტემა და საპარკე სკამები დამონტაჟდება. აგრეთვე, ტერიტორიაზე განთავსებული ანბანის რესტავრაცია განხორციელდება. მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო. „ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როგორც ჩვენთვის, ასევე, დიდი დიღმის მოსახლეობისთვის აღნიშნული სივრცის დაბრუნება. მერის გადაწყვეტილებით, ტერიტორია ადგილმონაცვლეობით დაუბრუნდა ქალაქს. როგორც იცით, მცირე სავაჭრო ცენტრის აშენება იგეგმებოდა. პირველ ეტაპზე, განხორციელდა დაწყებული მშენებლობის დემონტაჟი. ახლა კი, მიმდინარეობს ტერიტორიის კეთილმოწყობა, გამწვანება და „ანბანის“ რესტავრაცია”, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ. პროექტს ახორციელებს კომპანია „გრინსერვისი+“, რომელიც გამგეობის ბიუჯეტიდან დაფინანსებულია 288 136 ლარით.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)