|
2020-08-28 11:56:19, 4140 ნახვა
სამართალი
პოლიციამ თბილისში მომხდარი მკვლელობის გამოძიების ფარგლებში კიდევ ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში, ჩეჩელაშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიების ფარგლებში, გამოძიებისთვის ცრუ ჩვენების მიცემისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი: 1988 წელს დაბადებული დ.თ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გარდა ამისა, ამავე საქმეზე უკვე დაკავებულია 2 პირი: განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1991 წელს დაბადებული გ.ზ. და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით - 1988 წელს დაბადებული ბ.ბ. გამოძიება განზრახ მკვლელობის, ცრუ ჩვენების მიცემისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე, 370-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)