11:48 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-24 12:13:45, 1611 ნახვა

საზოგადოება
თურქეთის საელჩო შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო მწუხარებას გამოთქვამს

თურქეთის საელჩო შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

ამის შესახებ საქართველოში თურქეთის საელჩოს სამძიმრის წერილშია აღნიშნული.

საელჩო საქართველოს მთავრობას, ქართველ ხალხსა და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

„მწუხარებას გამოვთქვამთ, 23 აგვისტოს დუშეთის რაიონის სოფ. ბისოსთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 17 ადამიანის დაღუპვის გამო. ვუსამძიმრებთ საქართველოს მთავრობას, ქართველ ხალხსა და დაღუპულთა ოჯახებს. დაშავებულებს ვუსურვებთ სწრაფ გამოჯამრთელებას“, - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

ცნობისთვის, 23 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი მძიმედ დაშავდა. მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
მუსლიმი ტერორისტი ბერლინში ლგბტ მსვლელობაზე ავტომობილით შევარდა
ზელენსკიმ ირანისთვის რუსეთის დახმარების დეტალები წარმოადგინა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics