|
2020-08-24 11:20:24, 16740 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევიდან 5 იმპორტირებულია, 2 ლენჯერიდანაა, 2 დადასტურებულთან კონტაქტია და ერთის წყარო უცნობია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევიდან ხუთი იმპორტირებულია, ხოლო ერთის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია. მისივე თქმით, დღევანდელი მონაცემებით, კოვიდ ცენტრებში მკურნალობას 267 პაციენტი განაგრძობს, საიდანაც ხუთის მდგომარეობა კრიტიკული, ხოლო 24-ის კი მძიმეა. ეს 10 ახალი დადასტურებული შემთხვევა ასეთი კონფიგურაციით არის, 2 პაციენტის წყარო არის ლენჯერი, 2 პაციენტის წყარო არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 5 არის იმპორტირებული შემთხვევა და მათ შორის, ერთი არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, 1 შემთხვევაზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტაქტებისა და წყაროს დადგენის მიზნით. დაგვემატა მხოლოდ 5 გამოჯანმრთელებული და გახდა 1137. გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენებელი, დღევანდელი მონაცემებით, არის 80%, ხოლო ლეტალობა არის 20%“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)