11:33 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-20 18:27:39, 1182 ნახვა

პოლიტიკა
ვანო მერაბიშვილმა ენმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატების ნაწილი დაასახელა

საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის 4 კანდიდატი დაასახელა:

ახალციხის, ადიგენის, ასპინძისა და ბორჯომის ოლქში - ვაჟა ჩიტაშვილი;

საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის ოლქში - გიორგი კაპანაძე;

წყალტუბოს, სამტრედიის, ვანისა და ხონის ოლქში - დევი ჭანკოტაძე;

მერაბიშვილმა პირად გვერდზე დეპუტატობის კანდიდატების „ფეისბუქის“ გვერდებიც  გააზიარა და მათ წარმატებები უსურვა.

ცნობისთვის, ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“ ახალციხის, ბორჯომის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებში ანტონ ობოლაშვილი იყრის კენჭს; საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში - პაატა კვიჟინაძე, ხოლო სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტებში - გივი ჭიჭინაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics