|
2020-08-20 14:02:34, 16914 ნახვა
ომი უკრაინაში
დღეიდან ბათუმის ბულვარსა და ქობულეთის ზღვისპირა პარკში უფასო PCR ტესტირება დაიწყება
დღეიდან ბათუმის ბულვარსა და ქობულეთის ზღვისპირა პარკში უფასო PCR ტესტირება დაიწყება, - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ განაცხადა. „საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ქ. ბათუმში და ქობულეთის მუნიციპალიტეტში კარვები გაიშლება, აქ მოსახლეობას შეეძლება კორონავირუსზე ჩაიტაროს უფასო PCR დიაგნოსტიკა. აქამდე ჩვენ COVID-19-ზე კვლევას გაფართოებულ მიზნობრივ ჯგუფებში, აგრეთვე ცხელებისა და სხვა სიმპტომების მქონე პაციენტებში ვატარებდით, ვინაიდან უკვე დაფიქსირდა ერთეული შემთხვევა, რომელის ინფექციის წყარო არ არის დაზუსტებული, აქედან გამომდინარე მიზანშეწონილად ჩაითვალა დაწყებულიყო გაფართოებული ტესტირება“, - აღნიშნა მინისტრმა. მინისტრის განმარტებით, კარვები გაიშლება ქ. ბათუმში, სანაპიო ზოლში, კოლონადებთან და არდაგანის ტბასთან, აჭარული სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. კარავი აგრეთვე გაიშლება ქობულეთის მუნიციპალიტეტში, აღმაშენებლის ქუჩაზე, პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე. სამივე ლოკაციაზე ნებისმიერ მსურველს ნიმუშის აღება ყოველდღიურად დღის მეორე ნახევარიდან შეეძლება. ამ ეტაპისათვის ტესტირების პროცესი დაახლოებითი 17:00 -დან 22:00 საათამდე განისაზღვრა. თუმცა შესაძლოა მოხდეს დროის ცვილილება და გახანგრძლივდეს პროცესი, რაც დამოკიდებული იქნება ხალხის ნაკადზე. „კორონავისრუსზე გაფართოებული ტესტირება ინტენსიური ტურისტული სეზონის ბიოლომდე გაგრძელდება. აღნიშნული უზრუნველყოფს მოსახლეობის უსაფრთხო დასვენებას. კვლევების საშულებით ყველა შესაძლო შემთხვევა იქნას დროულად იდენტიფიცირებული. პირი რომელიც ჩაიტარებს კვლევას პასუხი ეცნობება 24 საათის განამვლობაში“ - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)