09:40 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-20 12:01:49, 1891 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისის“ მხარდაჭერით „ყაზბეგი ჯგუფმა“ სტეფანწმინდაში სასტუმრო ააშენა

ყაზბეგი ტურისტულად ერთერთი ყველაზე აქტიური და მიმზიდველი მხარეა.  საერთაშორისო და ადგილობრივი ტურისტები აქაურობას  ზამთრის სეზონზეც სტუმრობენ და ზაფხულშიც ირჩევენ დასასვენებელ ადგილად. მოთხოვნა დასასვენებელ ინფრასტრუქტურაზე წლიდან წლამდე იზრდება.

„ყაზბეგი ჯგუფის“ დამფუძნებლებმა გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისად, სტეფანწმინდაში სასტუმროს აშენება გადაწყვიტეს. თიბისის მხარდაჭერით, სასტუმროს მშენებლობა პანდემიის პერიოდშიც გაგრძელდა და ამჟამად უკვე მოსაპირკეთებელი სამუშაოები და სასტუმროს აღჭურვა მიმდინარეობს.

„ჩვენს მხარეში კონკურენცია დღითიდღე მატულობს, ბევრი ახალი სასტუმრო აშენდა, ბევრიც ამჟამად შენდება. ჩვენ ვეცდებით, რომ მომხმარებელს ხარისხიანი სერვისი შევთავაზოთ შეღავათიან ფასად.  გათვლა გვაქვს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ტურისტებზე, ვისაც სურს, რომ ბიუჯეტურად დაისვენოს,“ - ამბობს „ყაზბეგი ჯგუფის“ დამფუძნებელი სტეფანე წიკლაური.

სასტუმროში 13 ნომერი განთავსდება და 30-მდე სტუმრის მიღებას შეძლებს. სტუმრებს გიდის მომსახურებას და საცხენოსნო ტურებს შესთავაზებენ. სამომავლოდ კი, დაგეგმილი აქვთ საკონფერენციო სივრცის მოწყობა, რათა კორპორატიული კლიენტების მომსახურებაც შეძლონ.

„ყაზბეგი ჯგუფი“ მშენებლობის პროცესს 2 თვეში დაასრულებს, ზამთრის სეზონზე კი სასტუმრო პირველ სტუმარს მიიღებს.   





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში მესამედ დაბომბა ნავთობის საწყობი, რომელიც კრასნოდარის ოლქსა და ადიღეს საწვავს ამარაგებდა
ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ მზადაა ვენესუელაში მიწისძვრის გამო დახმარება გაუწიოს
ვენესუელაში მიწისძვრის ორი სერია მოხდა - 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის, არიან დაღუპულები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics