|
2020-08-20 10:02:35, 974 ნახვა
სამართალი
თეთრიწყაროს ტყესთან, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვეს, დღეს ექსპერიმენტი ჩატარდება
თეთრიწყაროს ტყესთან, სადაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს, ოჯახი და ადვოკატი დღეს ექსპერიმენტს ჩაატარებენ. ადვოკატ მიხეილ რამიშვილის განცხადებით, დღევანდელი ექსპერიმენტის შესახებ საგამოძიებო უწყებისთვის ცნობილია. „მოხდა დნმ-ის აღება. ამავდროულად ხვალ გავდივართ შემთხვევის ადგილზე, სადაც უნდა მოხდეს ექსპერიმენტის ჩატარება. ხვალ დღის განმავლობაში მივალ პროკურატურაშიც, სადაც სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ნახვა მოხდება. გავეცნობით, საქმის მასალებს. შემდეგ ისევ ექსპერიმენტის ადგილს დავუბრუნდებით. იწყება საქმის მასალების ინტენსიური გაცნობა. ექსპერიმენტები ჩატარდება ძალიან ინტენსიურად და ყველაფერს მიექცევა ძალიან დიდი ყურადღება. ახლა იწყება გამოძიება. ამ ერთი თვის განმავლობაში რა ზიანიც მიადგა გამოძიებას, და რაც დააკლდა გამოძიებას, პასუხისმგებლობაც მაგათზე იქნება, რომ ყველაფერი გამოსწორდეს და დაგვიანების შედეგად ყველაფერი აღმოიფხვრას“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)