06:20 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-19 11:52:26, 4841 ნახვა

კომენტარი
კაკაბაძე კილაძის ინიციატივაზე - საიდან არ მოუარეს და ბოლოს ბავშვები აიფარეს ფარად ამ მართლა გაუკუღმართებულმა მავნებლებმა

მედიაექსპერტი ნინია კაკაბაძე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის ინიციატივას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც პირველი სექტემბრიდან მედიასა და ინტერნეტში ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი შინაარსის ინფორმაციის გავრცელება შეიზღუდება.

როგორც კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს, „საიდან არ მოუარეს და ბოლოს ბავშვები აიფარეს ფარად ამ მართლა გაუკუღმართებულმა მავნებლებმა“.

„მაუწყებლობის კანონში ახალი ცვლილება შედის. საიდან არ მოუარეს და ბოლოს ბავშვები აიფარეს ფარად ამ მართლა გაუკუღმართებულმა მავნებლებმა! ბ) ისეთი სექსუალური ურთიერთობის ამსახველ სცენას, რომელშიც არასრულწლოვანი მონაწილეობს ან რომელიც გაუკუღმართებული ფორმით ხორციელდება; ---- ამ ადამიანის უფლებების დამცველი კომიტეტის თავმჯდომარეს ვერავინ აუხსნა, რომ დეფინიცია „გაუკუღმართებული სექსი“ აღარ არსებობს. გაუკუღმართებული ტვინი არსებობს და აგერ ვხედავთ ვისაც აქვს!“, - აღნიშნავს კაკაბაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics