22:08 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-17 22:55:39, 973 ნახვა

პოლიტიკა
გიგა ბოკერია - ივანიშვილთან კოალიცია გამორიცხულია

„ივანიშვილთან კოალიცია გამორიცხულია“ , - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მან ასევე განაცხადა, რომ კოალიცია შედგება მხოლოდ ოპოზიციურ პარტიებთან, რაც ხალხის სურვილია.

„ისინი რას გამორიცხავენ და რას არა, მაგაზე მე ვერაფერს ვერ ვიტყვი. მე რას გამოვრიცხავ, ეგ შემიძლია გითხრათ - ჩვენ, ევროპული საქართველო გამოვრიცხავთ ივანიშვილთან კოალიციას, იმიტომ რომ ეს კაცი, მისი პერსონიდან გამომდინარე, მისი ხედვა, მისი გარემოცვა არის საფრთხე საქართველოს მომავლისთვის.

დანარჩენ ოპოზიციასთან არათუ გამოვრიცხავ, დაკვეთაა ქართული საზოგადოების 70 პროცენტის, რომ კოალიცია შედგეს. და ეს კოალიცია შედგება, ჩვენ ვიქნებით ამის გარანტი, ევროპული საქართველო“, - განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ პარტია „ქართული ოცნებს“ ერთ-ერთმა დეპუტატმა, რევაზ არველაძემ განაცხადა, რომ თუ მმართველ პარტიას ხმები დააკლდება კოალიციას ან „პატრიოტთა ალიანსთან“ ან „ევროპულ საქართველოსთან“ შექმნიან





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics