10:39 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-17 12:18:06, 1005 ნახვა

რეგიონი
ურეკში, ზღვაში დაკარგული ახალგაზრდა მამაკაცი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს

ურეკში, ზღვაში დაკარგული ახალგაზრდა მამაკაცი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს.

ამის შესახებ ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

უწყების განცხადებით, 15 აგვისტოს ურეკში, ორ ახალგაზრდა მამაკაცს, რომლებიც წყლიდან გამოსვლას ვერ ახერხებდნენ, დახმარება ესაჭიროებოდათ.

მათივე ინფორმაციით, მაშველებმა ერთ-ერთი მამაკაცის გამოყვანა მოახერხეს, ხოლო მეორე - წყალში გაუჩინარდა.

„გუშინ გვიან საღამოს ვიპოვეთ ცხედარი. საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო 17 მაშველი, ოთხი მყვინთავი, ექვსი მცურავი საშუალება, მათ შორის ერთი სპეცკატერი, რომელიც იყო ექოლოტით აღწურვილი და ახდენდა ფსკერის სკანირებას და ასევე დრონი“, - განაცხადეს  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics