09:23 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-14 17:50:58, 947 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული გამარჯვებში, ვინაიდან ჩვენს პარტიას ქვეყანაში ალტერნატივა არ აქვს

პარტია „ქართული ოცნების" პოლიტიკურმა მდივანმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეჯოში პარტია „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატს დავით სონღულაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა.

„დავით სონღულაშვილი არის  პარლამენტის გამორჩეული წევრი, რომელიც ნიჭიერებითა და კრეატიული იდეებით გამოირჩევა. მჯერა, რომ იგი საუკეთესოდ მოემსახურება კახეთის რეგიონის მოსახლეობას და საქართველოს პარლამენტში მათ ინტერესებს დაიცავს", - განაცხადა მან.

პარტია „ქართული ოცნების" პოლიტიკურმა მდივანმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში დაცულია მოქალაქის თავისუფლება, ქვეყანაში არის მშვიდობა და სტაბილურობა.

„მთავარი მონაპოვარი, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ და პირადად  ბიძინა ივანიშვილის მოსვლამ განაპირობა, ეს არის მშვიდობა, სტაბილურობა და თითოეული მოქალაქის თავისუფლება", - განაცხადა მან.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა საღად და პასუხისმგებლობით უყურებს 2020 წლის არჩევნებს. შესაბამისად, „ქართული ოცნების" გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს. „ჩვენ, რა თქმა უნდა, ღრმად ვართ დარწმუნებული გამარჯვებაში. ვინაიდან ალტერნატივა ჩვენს ხე





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics