|
2015-09-09 17:45:37, 543 ნახვა
საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში სეზონური დაავადებების მართვის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა
სეზონური დაავადებების მართვისა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფრომაციით, შეხვედრის მიზანი იყო სეზონურ დაავდებათა შემთხვევების ანალიზი, პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ზოგად საგანმანათლებლო და სკოლამდელ აღმზრდელობით დაწესებულებეში სეზონურ დაავადებათა გავრცელების თავიდან აცილების გზების განხილვა. შეხვედრას აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი, აჭარის ა.რ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი კობა ნაკაიძე, მუნიციპალიტეტების გამგებლების მოადგილეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელები, პოლიკლინიკების ხელმძღვანელები, ქ. ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრის და ქ. ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე აჭარის ა.რ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა წარმოადგინა გადამდებ დაავდებათა შესახებ 2015 წლის 8 თვის ანგარიში. სტატისტიკის თანახმად აღნიშნულ პერიოდში აღირიცხა გადამდებ დაავადებათა 19 666 შემთხვევა, რომელთა 52%–ს შეადგენს 0–14 წლამდე ასაკის ბავშვები. დაავადებათა გავრცელების მიხედვით 48% სავარაუდო ინფექციური წარმოშობის დიარეაა, 27% სავარაუდო საკვებისმიერი მოშხამვა. შემთხვევათა ძირითადი ნაწილი მოდის ზაფხულის თვეებზე, განსაკუთრებული მატება ყოველწლიურად აგვისტოს თვეში ფიქსირდება. პრეზენტაციაზე ასევე, წარმოდგენილი იქნა ბოლო 5 წლის განმავლობაში გადამდები დაავადებების გავრცელების მიმოხილვა. აჭარის მოსახლეობაში ფიქსირდება იმუნიზაციით მართვადი ინფექციები: წითელა, წითურა, ყბაყურა, ვირუსული და ბაქტერიული მენინგიტები და სხვა. ყოველი წლის ოქტომბრის თვიდან კი იწყება გრიპისა და მწვავე რესპირატორული დაავადებების ეპიდსეზონი, კერძოდ, წლის მე–40–ე კვირიდან მომდევნო წლის მე–20-ე კვირამდე. აღნიშნულ დაავადებებზე ეპიდზედამხედველობას განახორციელებს აჭარის ა.რ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი.
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)