|
2015-09-09 17:42:42, 821 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი II კვარტალში 354.7 მლნ. აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციის განხორციელებას დადებითად აფასებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოში 2015 წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 81.8-პროცენტიან ზრდასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მინისტრმა დადებითად შეაფასა საქართველოში 2015 წლის II კვარტალში 354.7 მლნ. აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციის განხორციელება, რაც 2008 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 81.8 %-ით აღემატება. „საქსტატის“ მონაცემებით, სექტორების მიხედვით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაზე მოდის, სადაც 207.4 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა, რაც მთლიანი ინვესტიციების რაოდენობის 58.5%-ს შეადგენს. შემდეგ მოდის საფინანსო სექტორი - 41.4 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ინვესტიციების 11.7%), შემდეგ დამამუშავებელი მრეწველობა - 29.5 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ინვესტიციების 8.3%), უძრავი ქონება – 19.6 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ინვესტიციის 5.5%) და სხვ.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)