08:19 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-12 15:41:56, 1110 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი გახარია - არ აქვს მნიშვნელობა საარჩევნო სიაში პირველი ნომერი ვიქნები თუ ბოლო

არ აქვს მნიშვნელობა საარჩევნო სიაში პირველი ნომერი ვიქნები თუ ბოლო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ჯერ არ არის ცნობილი ქართული ოცნების საარჩევნო სიის პირველი ათეული.

„ჯერ პირველი ათეული ცნობილი არ არის, ზოგიერთებს რომ ეჩქარებათ, ჩვენ ჯერ საქმე გვაქვს გასაკეთებელი და მაგასაც მოვასწრებთ. ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რომელი ნომერი ვიქნები, მერწმუნეთ, რომ ამით არ არის განსაზღვრული ის ძალისხმევა, რომელსაც, რომლითაც მე ვიბრძოლებ ამ გამარჯვებისთვის უახლოესი დღეების განმავლობაში. ამიტომ, საარჩევნო სიაში პირველი ნომერი ვიქნები თუ ბოლო ნომერი, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“, - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics