|
2020-08-10 14:54:03, 1259 ნახვა
საზოგადოება
მინსკში აქციის დასაშლელად იგივე ტყვიები გამოიყენეს, რაც თბილისში, 20 ივნისს
ბელარუსის ქალაქ მინსკში, საპროტესტო აქციაზე იმავე ტიპის ტყვიები გამოიყენეს, რაც 20 ივნისს, თბილისში ე.წ გავრილოვის ღამეს. აღნიშნული ტყვიების ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა. ადგილობვირი მედია იუწყება, რომ ათობით ადამიანი სწორედ ამ ტყვიების მოხვედრის შედეგად დაშავდა. გამოყენებული ნარინჯისფერი ტყვიები თურქეთშია წარმოებული, მათი სიჩქარე დაახლოებით 272 მ/წმ-ია, ის "ნაკლებად ლეტალურის" ტიპს განეკუთვნება და მისი სროლა დაშვებულია მხოლოდ 10 მეტრიდან ან მეტი მანძილიდან. ცნობისთვის, ბელარუსში აქციები ალექსანდრ ლუკაშენკოს მორიგ ჯერზე გაპრეზიდენტებას მოჰყვა. დემონსტრანტები ქუჩაში მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც ბელარუსის ცესკომ პირველადი შედეგები გამოაქვეყნა და ცნობილი გახდა, რომ ლუკაშენკო პრეზიდენტად მეექვსე ვადით აირჩიეს. ბელარუსის ქალაქებში დემონსსტრაციების გაგრძელება დღესაც იგეგმება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)