|
2020-08-08 19:30:33, 2227 ნახვა
რეგიონი
შუახევის მერმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულების მემორიალი ყვავილებით შეამკო
შუახევში, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ, სამშობლოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპული გმირების მემორიალები ყვავილებით შეამკო, წუთიერი დუმილით პატივი მიაგო მათ ხსოვნას და კიდევ ერთხელ გაიხსენა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირები. ,,12 წელი გავიდა ყველაზე ტრაგიკული მოვლენიდან საქართველოს უახლეს ისტორიაში. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გმირულად დაიღუპნენ სამშობლოსათვის მებრძოლი ვაჟკაცები. მათ ხსოვნას მარადიულად შეინახავს საქართველოს ისტორია და თითოეული ქართველი. პატივს მივაგებ და ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე. მადლობა დაღუპული გმირების მშობლებს, ოჯახის წევრებს, რომლებმაც ჩვენი ქვეყნისთვის გმირი შვილები გაზარდეს“- განაცხადა ფრიდონ ფუტკარაძემ. დღესვე, შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე და სხვა ხელმძღვანელი პირები საქართველოში რუსული ინტერვენციის შედეგად დაღუპული იაგო მიქელაძისა და ამირან მამალაძის, აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ფრიდონ მახარაძის ოჯახებს სტუმრობდნენ. ოჯახის წევრებს, კიდევ ერთხელ თანადგომა გამოუცხადეს, გმირების საფლავებს პატივი მიაგეს და აღნიშნეს, რომ მათი თავდადება სამაგალითოა. ღონისძიებაში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის აჭარის ა/რ სამმართველოს უფროსი შოთა ყიფიანი, თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშები მთელი ქვეყნის მასშტაბით დაეშვა.
პოლიციამ რუსეთის უზენაესი სასამართლოს შენობასთან რამდენიმე ადამიანი დააკავა
ბელგოროდის რეგიონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)