06:56 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-08 12:27:36, 1963 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძემ 2008 წლის 8 აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა, სადაც მან 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

თბილისის მერის განცხადებით, ოკუპაცია არის ყველაზე დიდი ბოროტება, რასაც საქართველო არასოდეს შეეგუება.

„12 წელი გავიდა იმ საშინელი დღეებიდან ჩვენი ქვეყნისთვის, რომელსაც მოჰყვა უდანაშაულო ადამიანების სიკვდილი, ნგრევა და ტერიტორიების დაკარგვა. ოკუპაცია არის ყველაზე დიდი ბოროტება და  არასოდეს არ შევეგუებით მას.  ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ვებრძოლოთ ოკუპაციას განათლებით, გონიერებით, ეკონომიკური განვითარებით, წინსვლით. ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ ჩვენს დაკარგულ ტერიტორიებს", - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics