|
2020-08-06 15:47:43, 2524 ნახვა
რეგიონი
ცნობილი ბლოგერებისა და ინფლუენსერების აჭარაში მოგზაურობას პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა
ცნობილი ქართველი ბლოგერებისა და ინფლუენსერების მოგზაურობას მთიანაჭარაში სოციალურ ქსელებში პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. ათასობით კომენტარი და მოწონება დაიმსახურა მთიანი აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ გამოქვეყნებულმა ულამაზესმა ფოტოებმა და სთორებმა, რომელთაც ინსტაგრამსა და ფეისბუქში მილიონამდე წვდომა აქვს. ბლოგერებმა მოგზაურობა კინტრიშის ეროვნული პარკიდან დაიწყეს და ერთი კვირის განმავლობაში აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში არსებული ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ტურისტული ადგილების მონახულება შეძლეს. მტირალას ეროვნული პარკი, მაჭახელა, ჩირუხის მთა, მერისის ხეობა, კურორტი ბეშუმი და მწვანე ტბა იმ ტურისტულ ადგილებს შორისაა, რომელთა შესახებაც მოგზაურებმა პოზიტიური შთაბეჭდილებები და რეკომენდაციები ათასობით გამომწერს გაუზიარეს. გურამ შეროზია, ტიტე მიქაძე, სოსო ნებიერიძე, სალი წვერავა, ნათია ჩალაძე (ლილიუმის ბლოგი), ოთო ნიკურაძე და ზურა გელაშვილი რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის პროექტის ფარგლებში მოგზაურობდნენ, რომლის მიზანიც შიდა ტურიზმის სტიმულირება და რეგიონის ნაკლებად ცნობილი ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციაა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ბლოგერების შემდეგ პროექტში ფოტოგრაფების, კულინარებისა და სხვადასხვა პროფესიის ადამიანების ჩართვას გეგმავს. პროექტის ფარგლებში ასევე, განახლდება აჭარის ტურისტული პოტენციალისა და პროდუქტების ამსხველი ფოტო-ვიდეო ბაზა. მთიანიაჭარის ახალი ტურისტული მარშრუტების პოპულარიზაციის მიზნით დეპარტამენტი ინფოტურებს გიდებისთვის, ტურისტული სააგენტოებისა და მედიის წარმომადგენლებისთვისაც გეგმავს.
პოლიციამ რუსეთის უზენაესი სასამართლოს შენობასთან რამდენიმე ადამიანი დააკავა
ბელგოროდის რეგიონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)