05:34 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-06 12:57:49, 1888 ნახვა

პოლიტიკა
დავით ზალკალიანი - სპეკულაციაა, რომ აშშ-ს თავდაცვის ავტორიზაციის აქტში სანქციებზეა საუბარი

საგარეოს საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ სპეკულაციაა, რომ აშშ-ს თავდაცვის აქტში თითქოს სანქციებზეა საუბარი.

მისი თქმით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი, ისევე როგორ თავდაცვის დეპარტამენტი, ვალდებულია ანგარიში წარმოუდგინოს კონგრესს.

„აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი, ისევე როგორ თავდაცვის დეპარტამენტი, ვალდებულია ანგარიში წარმოუდგინოს კონგრესს. ამიტომ სპეკულაციაა, რომ აქ თითქოს სანქციებზეა საუბარი. ესაა მნიშვნელოვანი დოკუმენტი“, - განაცხადა ზალკალიანმა.

ცნობისთვის, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი მიიღო. აქტი საქართველოსაც აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ავალდებს საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ ანგარიში მოამზადოს. დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო მდივანი ვალდებულია ამ საკითხებზე ანგარიში კონგრესს 6 თვეში წარუდგინოს.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics