|
2020-08-06 11:04:13, 2644 ნახვა
საზოგადოება
ყველა თვითდასაქმებულს, რომელმაც მიმართა მთავრობას, სექტემბრამდე 300 ლარიანი დახმარება ჩაერიცხება
ყველა თვითდასაქმებულს, რომელმაც მიმართა მთავრობას, სექტემბრამდე ჩაერიცხება 300 ლარიანი დახმარება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ამით თვითდასაქმებულებისთვის თანხის ჩარიცხვის პროგრამა სრულდება. „თვითსდასაქმებულების მხარდაჭერის თვალსაზრისით, ჩვენ ეს პროგრამა დავიწყეთ რამოდენიმე თვის წინ, ამ პერიოდის განმავლობაში, საქართველოს მთავრობას მომართა 250 ათასმა საქართველოს მოქალაქემ თხოვნით ერთჯერადი 300 ლარის დახმარებით თვითდასაქმებულებისთვის. რა თქმა უნდა, ეს დახმარება მიიღო ყველამ, 70 ათასმა მოქალაქემ, რომელსაც სრულად ჰქონდა დოკუმენტაცია შევსებული და ეს დოკუმენტაცია სრულად აკმაყოფილებდა მთავრობის დადგენილების მოთხოვნებს, თუმცა სანამ გადავალთ მეორე ეტაპზე, როდესაც თვითდასაქმებულების მეორე პროგრამას ვხურავთ, მივიღეთ გადაწყვეტილება, დარჩეილ 80 ათას საქართველოს მოქალაქეს, რომელმაც სრულად ვერ დააკმაყოფილა დოკუმენტების შეგროვების თვალსაზრისით მოთხოვნები, დაუკმაყოფილდეს თხოვნა და დაერიცხოს 300 ლარი, ამით, დაუკმაყოფილდეს ყველა ვარიანტში ეს თხოვნა და დაერიცხოს 300 ლარი ერთჯერადი დახმარების თვალსაზრისით. ამით თვითდასაქმებულების ეს პროგრამა დასრულდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)