05:34 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-05 15:20:46, 2140 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე - სააკაშვილს სამი „არა“ სჭირდება, რომ საქართველოს პოლიტიკა დატოვოს

სააკაშვილს სამი „არა“ სჭირდება, რომ საქართველოს პოლიტიკა დატოვოს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტს ორი „არა“ უკვე აქვს, ხოლო მესამე „არას“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს.

„სააკაშვილს სამი „არა“ სჭირდება, რომ საქართველოს პოლიტიკა დატოვოს. მას ორი „არა“ უკვე აქვს 2012 წლის და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, მესამე „არას“ მიიღებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ის უკანონოდ ერევა საქართველოს შიდა პოლიტიკაში, ვინაიდან არ გახლავთ ამ ქვეყნის მოქალაქე, ის უკანონოდ ერევა პარტიების საქმიანობაში, რასაც დემოკრატიული და პარტიების საქმიანობის პრინციპები კრძალავს. ჩვენთვის ის ნაკლებად საინტერესოა. როგორც ჩანს, ის უფრო საინტერესოა ოპოზიციისთვის, რადგან მის პარტიასა და სხვა პარტიებშიც გრძობენ, რომ ის ხელს უშლის რეალურად ოპოზიციის საქმიანობას“, - განაცხადა თალაკვაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics