|
2020-08-05 12:04:59, 19210 ნახვა
ომი უკრაინაში
ლილოს ბაზრობაზე კორონავირუსი მხოლოდ 6 ადამიანს დაუდასტურდა, დინამოსა და ელიავაზე არცერთს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ლილოს ბაზრობაზე დასაქმებულების კორონავირუსზე ტესტირება დასრულდა. მისი ინფორმაციით, გამოკვლეული 4 731 ადამიანიდან, კორონავირუსი მხოლოდ 6-ს დაუდასტურდა. „ლილოს ბაზრობაზე კორონავირუსი მხოლოდ პირველ ორ დღეში გამოვლინდა, შემდეგ ინფიცირების შემთხვევები აღარ გვქონია. ამ 6-თან კონტაქტირებული, ლილოსთან კვეთა ვისაც ჰქონდა, სულ არის 13 ადამიანი. ადრე ეს იყო ერთი ოჯახური შემთხვევა, რომელიც უკავშირდება მე-16 გარდაცვლილ ავადმყოფს“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ, ამასთანავე, ამირან გამყრელიძის თქმით, დასაქმებულები გამოიკვლიეს დინამოს და ელიავას ბაზრობებზეც და გამოკვლეულებიდან, კოვიდ19 არავის დაუდასტურდა. „დინამოზე 487 ადამიანს ჩაუტარდა კვლევა, აქედან ინფიცირების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ელიავას ბაზრობაზე 436 ადამიანი გამოვიკვლიეთ, პირველი ორი დღის შედეგები იყო უარყოფით, მესამე დღის შედეგები დღეს იქნება ცნობილი, იმედი გვაქვს, ეს ბაზრობა იქნება ეპიდკეთილსაიმედო“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)