|
2020-08-05 11:28:04, 1889 ნახვა
საზოგადოება
ბაჩალიაშვილის დედა: გამოკითხული ბაჩანა ლობჟანიძე ერთხელ მყავს ნანახი - თამუნას შეყვარებულად გაგვეცნო
თამარ ბაჩალიაშვილის დედამ განაცხადა, რომ გამოკითხული ბაჩანა ლობჟანიძე ერთხელ ჰყავს ნანახი, ის თამუნას შეყვარებულად გაეცნოთ. მანვე გააკეთა კომენტარი იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოლოდინები აქვთ FBI-ის ჩართვასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ გააჩნია გამოძიებაში FBI-ის რა დონეზე ჩართავენ, კონსულტაციების დონზე ფედერალური ბიუროს ჩართვა მათთვის საკმარისი არ იქნება. „მე გუშინ განვაცხადე, რომ მათზე იქნებოდა დამოკიდებული რამდენად ჩართავდნენ FBI-ის საქმეში და ამის გამო მოვედი, სხვა შემთხვევაში არ მოვიდოდი. ახლა გააჩნია FBI-ის რა დონეზე ჩართავენ, კონსულტაციების დონეზე ნამდვილად არ გვაწყობს. თავიდან ბოლომდე დაკარგვა ის დღიდან დღემდე ყველა დეტალში უნდა იყოს ჩართული FBI. უნდა მიპასუხონ კითხვებზე, რატომ დაიკარგა თამარი, რატომ წაიშალა ყველაფერი კომპიუტერში და რატომ გასუფთავდა, სავარაუდოდ, მანქანაც, არც ერთ კითხვაზე არ გაუციათ პასუხი. ბაჩანა ლობჟანიძე არის ციდან მოფრენილი ვიღაცა. ერთხელ შევხვდი სულ. ჩვენთან ჩემმა ბიძაშვილმა მოიყვანა, ასე გააცნო თავი, რომ თამუნას შეყვარებული ვიყავიო და ერთხელ იყო სახლში“, - განაცხადა ბაჩალიაშივლის დედამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)