20:51 - 26 Jul, 2026
|
2020-08-03 22:20:21, 2437 ნახვა
საზოგადოება
პროკურატურამ ბუსა ჟვანიას ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა
საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადების თანახმად, ბუსა ჟვანიას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 2 აგვისტოს ლევან თოფაძის საკუთარ სახლში ბუსა ჟვანიამ ლევან თოფაძეს განზრახ მოკვლის მიზნით დანის რამდენჯერმე დარტყმით, სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებები მიაყენა, მათ შორის შემავალი ჭრილობები სახით გულმკერდის წინა და უკანა ზედაპირზე.ასევე ნაკვეთი ჭრილობა კისრის გვერდითა ზედაპირზე და ყურის ნიჟარაზე. პოლიციამ ბუსა ჟვანია 2020 წლის 2 აგვისტოს დააკავა. არსებული ინფორმაციით ბუსა ჟვანიას ბრალი საავადმყოფოში წარედგინა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)