|
2020-08-03 13:39:06, 4365 ნახვა
რეგიონი
რაჭაში საავტომობილო მოძრაობა 8 სოფელთან უკვე აღდგა, 5 სოფელი კი, სამანქანო გზის გარეშე რჩება
სტიქიით დაზიანებულ სოფელ ჟამიერეთთან, მისასვლელი გზით სარგებლობა დღეიდან შესაძლებელია, - ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განაცხადა. მათი ინფორმაციით, გზის ამ დაზიანებულ მონაკვეთზე მოეწყო მილები და ყრილი, რამაც ავტომობილების მიმოსვლა შესაძლებელი გახადა. „ონის მუნიციპალიტეტში, სამუშაოები მიმდინარეობს მდინარის კალაპოტში დასაბრუნებლად და საავტომობილო მოძრაობისთვის ეწყობა დროებითი გადასასვლელები. ინტენსიური სამუშაოების შედეგად, დღეს უკვე შესაძლებელია სოფელ ჟამიერეთთან მისასვლელი გზით სარგებლობა. გზის ამ დაზიანებულ მონაკვეთზე მოეწყო მილები და ყრილი, რამაც ავტომობილების მიმოსვლა შესაძლებელი გახადა. დროებითი გადასასვლელი მოეწყო ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის დაზიანებულ 127-ე და 128-ე კმ-ზე, რითაც შესაძლებელი გახდა სამუშაოების დაწყება 129-ე კმ-ზე ჩაშლილი გზის დროებით აღსადგენად. სოფელ ხიდეშლებთან დამაკავშირებელ გზაზე, მძიმე ტექნიკის გამოყენებით, უკვე ატანილია სარმის ხიდის 2 ნაწილი. დარჩენილი 3 ნაწილის ატანის შემდეგ დაიწყება ხიდის მონტაჟის სამუშაოები. დილიდან განახლდა სოფელ ლანგვანთაში დაზიანებულ ხიდზე, სარმის ხიდის ორი სექციის სამონტაჟო სამუშაოები. უკვე აღდგენილია საავტომობილო მოძრაობა 8 სოფელთან. ჯერჯერობით, 5 სოფელი რჩება სამანქანო გზის გარეშე და მიმდინარეობს სამუშაოები დროებითი გზების მოსაწყობად. სოფლების ნაწილთან კავშირი ხორციელდება დროებითი შემოვლითი გზების მეშვეობით“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
პოლიციამ რუსეთის უზენაესი სასამართლოს შენობასთან რამდენიმე ადამიანი დააკავა
ბელგოროდის რეგიონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)