|
2015-09-07 13:44:59, 770 ნახვა
ეკონომიკა
პრემიერმა საავიაციო ნაწილების საწარმოს მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი
თბილისში საავიაციო ნაწილების მასშტაბური საწარმო შენდება- მშენებლობას საფუძველი დღეს დღეს პრემიერ-მინისტრმა ჩაუყარა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საწარმო, რომლის მთლიანი საინვესტიციო მოცულობა 85 მლნ დოლარია, მსოფლიოში ცნობილი კომპანია ELBIT Systems – Cyclone და საინვესტიციო ფონდის პარტნიორობით ხორციელდება. მთავრობის მეთაურმა დამსწრეთ პროექტის დაწყება მიულოცა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. "ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი ხორციელდება საქართველოს საპარტნიორო ფონდისა და ისრაელის კომპანია ELBIT Systems – Cyclone-ის პარტნიორობით. ELBIT Systems-ი გახლავთ მსოფლიოში ცნობილი კომპანია, რომელიც თავდაცვითი სისტემების მსხვილი მიმწოდებელია ისეთი წამყვანი ქვეყნებისთვის, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო. ჩვენთვის ძალიან საპატიოა, რომ ასეთი კომპანიის პრეზიდენტი დღეს აქ იმყოფება. ეს არის ჩვენთვის გამოცხადებული ნდობის დემონსტრირება,“–აღნიშნა პრემიერმა. მისი განცხადებით, კომპანია ELBIT Systems, რომელსაც წინა ხელისუფლების დროს პრობლემები უსამართლოდ შეექმნა, დღეს საქართველოში ბრუნდება. "ის რომ ეს კომპანია ბრუნდება საქართველოში, ეს ჩემთვის პირადად ბევრს ნიშნავს და ჩემი მთავრობისთვის. ეს არის თქვენი ნდობის გამოცხადება ჩვენი ხელისუფლებისადმი. მე ვიცი, რომ საააკაშვილის მთავრობის დროს უსამართლოდ შეექმნა ამ კომპანიას პრობლემები, რისთვისაც სააკაშვილის მთავრობას მოუწია კომპენსაციის გადახდა თქვენთვის. თქვენი დაბრუნება ნიშნავს, რომ ნდობა, რომელიც არსებობდა მანამდე, ეს ნდობა აღდგენილია", - აღნიშნა პრემიერმა. მისივე ინფორმაციით,საპარტნიორო ფონდი მუშაობს კიდევ 15 პროექტზე, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობა ორ მილიარდ დოლარამდეა. საავიაციო ნაწილების საწარმოს მშენებლობა 2017 წელს დასრულდება. სამოქალაქო თვითმფრინავის ნაწილები, რომლის მომხმარებლები იქნებიან ისეთი მსოფლიო გიგანტები, როგორიცაა Boeing-ი, Bombardier-ი, Sukhoi, Airbus-ი, კომპოზიტური მასალისგან მსოფლიოში ცნობილი ELBIT Cyclone ბრენდის ქვეშ დამზადდება. საწარმოში დასაქმდება 300 ადამიანი, რომელთაც ისრაელიდან მოწვეული წამყვანი სპეციალისტები გადაამზადებენ.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)