|
2020-07-30 15:34:35, 3471 ნახვა
კომენტარი
გიორგი გახარია კონგრესმენების წერილზე - ზოგი კონგრესმენი შეგვაქებს, ზოგი გაგვაკრიტიკებს
ზოგი კონგრესმენი შეგვაქებს, ზოგი კონგრესმენი გაგვაკრიტიკებს, მაგრამ მთავარია, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას არაფერი არ ემუქრება, ისევე როგორც არაფერი არ ემუქრება ამერიკული ბიზნესის ინტერესებს საქართველოში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, სუბიექტური რეალობის მოდელირებით ზოგიერთები ცდილობენ, რომ ქვეყანა დააზიანონ რაც სამწუხაროა. „ამერიკული პოლიტიკური სპექტრი, განსაკუთრებით ახლა, არის სხვადასხვა. მაგალითად, მე გუშინ ერთ-ერთი კონგრესმენისგან, ჯო უილსონისგან მივიღე შესანიშნავი წერილი, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში წარმატებები. იქ კონკრეტულ შემთხვევებში სხვადასხვა მოტივები არსებობს და მე რა თქმა უნდა, ამ შიდა სფეროებში არ ჩავერევი. გარდა ამისა, სულ რამდენიმე დღის წინ მქონდა სატელეფონო საუბარი სახელმწიფო მდივანთან, რომელიც იყო უაღრესად პოზიტიური და მომავალზე ორიენტირებული და ძირითადი აქცენტები იყო ის, თუ რამდენად ფასეულია როგორც საქართველოსთვის, ისე აშშ-სთვის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა. არა მხოლოდ დღევანდელი მდგომარეობა, რომელიც ისტორიულად საუკეთესოა ბოლო ათწლეულების განმავლობაში, არამედ ამ სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავება, სხვადასხვა სფეროებში - უსაფრთხოების ადამიანის უფლებების სფეროში, დემოკრატიის შემდგომი განვითარების, ბიზნესის და ეკონომიკის სფეროში. ეს არის რეალობა და ამ რეალობას ჩვენ ყველანი კიდევ ერთხელ დადასტურებულად დავინახავთ მას შემდეგ, როდესაც ეს ქვეყანა ღირსეულ და ყველაზე დემოკრატიულ არჩევნებს ჩავატარებთ. სამწუხაროდ, ეს არის რეალობა. ეს არ არის ჩემი მოგონილი რეალობა. ეს არის ობიექტური რეალობა. ახლა რაც შეეხება სუბიექტურ რეალობის მოდელირებას - სუბიექტური რეალობის მოდელირებით ზოგიერთები რომ ცდილობენ, რომ ქვეყანა დააზიანონ, „ოცნება" ან მთავრობა კი არა, ქვეყანა დააზიანონ, ეს არის სამწუხარო. ამიტომ, ახლა უნდა დავწყნარდეთ, დავმშვიდდეთ. ზოგი კონგრესმენი შეგვაქებს, ზოგი კონგრესმენი გაგვაკრიტიკებს, მაგრამ მთავარია, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას არაფერი არ ემუქრება, ისევე როგორც არაფერი არ ემუქრება ამერიკული ბიზნესის ინტერესებს საქართველოში, მაგრამ როდესაც ადამიანები, მათ შორის ამერიკელებიც ზოგ შემთხვევაში, თავიანთ ვალდებულებებს ვერ ასრულებენ, საინვესტიციო ვალდებულებები იქნება ეს თუ სხვა სახის ვალდებულებები და საქართველო არბიტრაჟს იგებს, ეს უნდა გვიხაროდეს მეგობრებო, კი არ უნდა გვწყინდეს და ჯიბრში კი არ უნდა ვუდგებოდეთ ქვეყანას", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
პაპუაშვილი: ახია საფრანგეთზე! როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან
მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება - 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)