22:22 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-29 19:39:30, 3177 ნახვა

საზოგადოება
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე „კაწროს“ მეგობარი, დაჩი ბუაძე შსს-ში იმყოფება

გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე „კაწროს“ მეგობარი დაჩი ბუაძე შსს-ში იმყოფება.

„ექსპრესსნიუს“ შსს-ში ბუაძის ყოფნის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუდასტურა, თუმცა რა სტატუსით დაიბარეს უწყებაში „კაწროს“ მეგობარი ამაზე კომენტარს არ აკეთებენ.

არსებული ინფორმაციით უწყებამ ბუაძე მოწმის სტატუსით დაიბარა და ამ წუთებში მისი გამოკითხვა მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს.  სასამართლო პროცესები არასრულწლოვნი და სრულწლოვანი ბრალდებულების ცალ-ცალკე ჩაინიშნა.  ასევე გამოძიება 109-ე მუხლითაც მიმდინარებს, რაც ჯგუფურად განზრახ ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს, თუმცა ჯერჯერობით აღნიშნული ბრალი არც ერთი დაკავებულისთვის არ წარუდგენიათ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე ავარიის შედეგად 14 პირი დაშავდა
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics