|
2020-07-29 12:14:12, 16536 ნახვა
ომი უკრაინაში
CNN - რუსეთი აგვისტოს შუა რიცხვებში Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დამტკიცებისთვის ემზადება
გავლენიანი გამოცემა CNN-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, რუსეთი აგვისტოს შუა რიცხვებში Covid19-ის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინის დამტკიცებისთვის ემზადება, მაგრამ გამოცემის ცნობით, ვაქცინასთან დაკავშირებით კითხვები რჩება. რუსეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა CNN- ს განუცხადეს, რომ ისინი მუშაობენ 10 აგვისტოს ან უფრო ადრე ვაქცინის დასამტკიცებლად, რომელიც შეიქმნა მოსკოვში მდებარე გამალეას სახელობის სამეცნიერო ინსტიტუტში. რუსეთის ეროვნული სიმდიდრის ფონდის ხელმძღვანელი, კირილ დმიტრიევი ვაქცინის საკითხს ადარებს 1957 წლის ამბავს, როდესაც საბჭოთა კავშირმა კოსმოსში მსოფლიოს პირველი ხელოვნური თანამგზავრი გაუშვა და აღნიშნავს, რომ „ეს არის სპუტნიკის მომენტი“. გამოცემის წერს, რომ რუსეთმა არ გამოაქვეყნა რაიმე სამეცნიერო მონაცემები ვაქცინის ტესტირების შესახებ და ამ დრომდე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მისი უსაფრთხოებისა და ეფექტურობის საკითხი.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)