08:59 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-28 12:16:58, 2841 ნახვა

კომენტარი
რომან გოცირიძე - გახარიასთან პომპეოს საუბრის მთავარი შინაარსი იყო, რომ არავინ გაბედოს არჩევნების გაყალბება

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საუბარი პრემიერ მინისტრთან ნიშნავდა იმას, რომ არ გაბედონ არჩევნების გაყალბება.

მისივე თქმით, აშშ-ის მხრიდან არჩევნებზე იქნება უმკაცრესი დაკვირვება და თუ დაინახეს, რომ არჩევნები ტარდება უსამართლოდ, ამას ექნება უმწვავესი შედეგები საქართველოს ხელისუფლებისთვის.

„პრემიერ- მინისტრისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს შორის საუბრის შემაჯამებელი შინაარსი გამოქვეყნდა ტვიტერზე. ეს იყო ძალიან მოკლე და ნიშნავდა შემდეგს: არ გაბედოთ არჩევნების გაყალბება, ქვეყანაში ჩატარდეს თავისუფალი, სამართლიანი, გამჭვირვალე არჩევნები! მორჩა, ეს იყო მისი განცხადება ტვიტერზე. შემდეგ როცა მთავრობა ამბობს, რომ საუბარი იყო ამაზე, იმაზე, დიახ, ეს დიპლომატიური ეტიკეტის ნაწილია - გამარჯობა, როგორ ხართ? ინფექცია როგორ გადაიტანეთ? ჩვენები პასუხობენ - მადლობთ, კარგია, რომ ფული მოგვეცით ინფექციის საწინაადეგოდ. მთავარი რაც იყო და რისთვისაც შედგა ეს საუბარი გამოქვეყნდა ტვიტერზე. იქნება უმკაცრესი დაკვირვება აშშ- ის მხრიდან არჩევნებზე და იმ შემთხვევაში, თუ დაინახეს, რომ არჩევნები ტარდება უსამართლოდ, მას ექნება უმწვავესი და უმკაცრესი შედეგები საქართველოს ხელისუფლებისთვის. ეს დასკვნა უნდა გამოიტანოს ხელისუფლებამ. გარდა ამისა, იყო საუბარი სასამართლოს არასწორ მუშაობაზე, მაგრამ მთავარი შინაარსი, როგორც აღვნიშნე იყო რომ არავინ გაბედოს არჩევნების გაყალბება. ნუ იქნება ძალადობა, მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება - ეს იყო საუბრის მთავარი შინაარსი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც პომპეომ ხაზი გაუსვა საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების აუცილებლობას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics