|
2020-07-27 18:16:15, 1531 ნახვა
საზოგადოება
დევნილთა სააგენტოში თბილისის ბინების განაწილებასთან დაკავშირებით იძულებით გადაადგილებული ოჯახების მიღება გაიმართა
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელ ფართს კიდევ 251 დევნილ ოჯახს გადასცემს. ბინების განაწილების შესახებ გადაწყვეტილება დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ ღიად და გამჭვირვალედ, განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად მიიღო. სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, დირექტორის მოადგილეები და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრები ინდივიდუალურად ხვდებიან იმ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს, რომლებსაც საცხოვრებელი ფართების განაწილების პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები გააჩნიათ. სააგენტოში გამართულ მიღებაზე, კომისიის წევრები დევნილ ოჯახებს დეტალურად განუმარტავენ, ამ ეტაპზე, რის საფუძველზე ვერ მიიღეს საცხოვრებელი ფართი. ბინები, კრიტერიუმების გათვალისწინებით, ყველაზე მაღალი ქულების მქონე იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს გადაეცემათ. თბილისის ბინების განაწილებასთან დაკავშირებით, დევნილი ოჯახების მიღება დღეს დაიწყო და 28 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)