|
2020-07-27 14:20:41, 2311 ნახვა
რეგიონი
აჭარაში შიდა ტურიზმის სტიმულირების ახალი კამპანია იწყება
შიდა ტურიზმის სტიმულირების მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ახალ პროექტს იწყებს, რომელიც ქართველი ინფლუენსერებისა და ბლოგერების მთიანაჭარაში მოგზაურობით გაიხსნება. ერთი კვირის განმავლობაში ბლოგერები აჭარის ეროვნულ პარკებში, მთიანი აჭარის მრავალფეროვან ტურისტულ მარშრუტებზე იმოგზაურებენ და აჭარის უცნობ თუ ნაცნობ ტურისტულ პროდუქტებს შიდა ტურისტებს გააცნობენ. პროექტის ფარგლებში საქართველოში 7 აქტიური ბლოგერი და ინფლუენსერი შეირჩა, რომლებსაც სოციალურ ქსელებსა და ბლოგებზე ათასობით გამომწერი ჰყავთ. პროექტის ფარგლებში ასევე, განახლდება აჭარის ტურისტული პოტენციალისა და პროდუქტების ამსხველი ფოტო-ვიდეო ბაზა. ინფლუენსერების შემდეგ აჭარაში უკვე ფოტოგრაფები იმოგზაურებენ. პროექტში ეტაპოპრივად სხვადასხვა პროფესიის ადამიანის ჩართვა იგეგმება. დღემდე, აჭარაში შიდა ტურიზმის სტიმულირება ონლაინ კამპანიით ხორციელდება. „ჩვენი პროექტით ვუერთდებით კამპანიას „იმოგზაურე საქართველოსთვის“ და ვეპატიჟებით შიდა ტურისტებს აჭარაში. ჩვენი მთავარი მიზანი ბუნებრივია რეგიონში შიდა ტურისტების მოგზაურობის სტიმულირება და მათთვის აჭარის ტურისტული შესაძლებლობების გაცნობაა. კამპანიის ნაწილში ჩავრთეთ ბლოგერები და ინფლუენსერები, რომლებიც შთაბეჭდილებებსა და ემოციებს უზიარებენ ათასობით გამომწერს, რეკომენდაციებს აწვდიან სად იმოგზაურონ. აჭარა კი ამ მიმართულებით ნამდვილად აღმოჩენაა ბევრი ქართველისთვის თავისი მრავალფეროვანი და საინტერესო ტურისტული პროდუქტებით. აჭარა არ არის მხოლოდ ზღვა და ზაფხულში ზღვაზე დასვენება, ის უფრო მეტია თავისი სათავგადასავლო, ეკოტურისტული თუ გასტრონომიული ტურისტული მარშრუტებით, ტრადიციებითა თუ კულტურით. პროექტი ბლოგერების კამპანიით დაიწყება და სხვადასხვა აქტივობებით გაგრძელდება, რაც ვფიქრობთ ხელს შეუწყობს რეგიონში შიდა ტურისტების მოზიდვასა და მოგზაურობას“, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ.
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)