|
2020-07-27 09:45:58, 1864 ნახვა
საზოგადოება
გთხოვთ, ნუ იქნებით გულგრილი - დაკარგული მოზარდის მამა
სვანეთში დაკარგული 13 წლის მოზარდის მამა, დავით ფილფანი მოსახლეობას მიმართავს და დახმარებას სთხოვს. ფილფანი მოქალაქეებს სთხოვს, რომ თუ 13 წლის მოზარდს სადმე ნახავენ და მის შვილს მიამსგავსებენ, მას გაესაუბრონ. როგორც მოზარდის მამა ხსნის, თუ მოზარდი დალაპარაკებას ვერ შეძლებს, სავარაუდოდ, ეს მისი შვილია, რომელმაც ქართული არ იცის. "მივმართავ საქართველოს მოქალაქეებს - ყველა კეთილ და გულისხმიერ ადამიანს გთხოვთ, თუ ნახეთ 12-13 წლის ბიჭი ველოსიპედზე, რომელსაც მიამსგავსებთ ილიას ფოტოს და ეჭვი შეგეპარებათ, დაელაპარაკეთ და თუ ქართული არ ესმის, შესაძლოა, ეს ჩემი შვილია. დარეკეთ პოლიციაში, გაესაუბრეთ მას - შესაძლოა ძალიან დაგვეხმაროთ. ყველას მადლობას ვუხდი, ვინც სამაშველო ოპერაციაში იღებს მონაწილეობას. არ ვიცით, რა მიმართულებით წავიდა, შესაძლოა ის დაიკარგა და სხვა რეგიონში აღმოჩნდა. გთხოვთ, ნუ იქნებით გულგრილი", - ამბობს დავით ფილფანი, 13 წლის ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს, ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ უკან აღარ დაბრუნებულა. მას უკვე მე-9 დღეა ეძებენ. მოზარდის სამძებრო სამუშაოებში 80-მდე მაშველი და დრონია ჩართული.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)